ანრი ოხანაშვილი: გავიხსენოთ სააკაშვილის ბიძა როგორ მოიხსენიებს ქართველებს, გვარამია როგორ მოიხსენიებს კახელებს, გირჩი ჯაფარიძე საოკუპაციო ხაზთან როგორ იქცევა და ამ ხალხმა როგორ შეიძლება ისაუბროს სამშობლოს სიყვარულზე?!

გავიხსენოთ სააკაშვილის ბიძის ცნობილი ფრაზები, როგორ მოიხსენიებს ქართველებს. გვარამია როგორ მოიხსენიებს კახელებს, გირჩი ჯაფარიძე საოკუპაციო ხაზთან როგორ იქცევა და ამ ხალხმა როგორ შეიძლება ისაუბროს სამშობლოს სიყვარულზე ან პატრიოტობაზე?! – ამის შესახებ გადაცემა „იმედი LIVE“-ში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

წამყვანმა დეპუტატს ჰკითხა, რას ფიქრობს იმ კონფიგურაციაზე, როგორითაც წარდგა ოპოზიცია არჩევნებზე.

„ჩვენ ახალ სახეებად გვასაღებენ პირებს, რომლებიც დრომოჭმული „პოლიტიკოსები“ არიან. საუბარია იმაზე, რომ ეს ადამიანები თითქოს რაიმე ფორმით ჩვენი საზოგადოების ინტერესს გამოხატავენ, მაგრამ მათ საზოგადოების არათუ ინტერესის გატარება არ სურთ, არამედ ქართველის ანტიპოდები არიან. მათ არაფერი აქვთ საერთო ქართულთან და ხალხის ინტერესებთან.

გავიხსენოთ სააკაშვილის ბიძის ცნობილი ფრაზები, როგორ მოიხსენიებს ქართველებს. სააკაშვილის და მისი ბიძის ჩანაწერი ყველასთვის ცნობილია. გავიხსენოთ კიდევ გვარამია როგორ მოიხსენიებს კახელებს, გირჩი ჯაფარიძე საოკუპაციო ხაზთან როგორ იქცევა და ამ ხალხმა როგორ შეიძლება ისაუბროს სამშობლოს სიყვარულზე ან პატრიოტობაზე?! თაღლითების, მევახშეების და სამშობლოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედი პირების ერთი დაჯგუფებაა. ეს არ არის ცალ-ცალკე პოლიტიკურ ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკური პარტიები. ესენი არიან დაჯგუფებები და ერთიანი, რადიკალური „ნაციონალური მოძრაობის“ გამოვლინებები. შესაბამისად, შესაკრებთა გადანაცვლებით, ჯამი არ იცვლება და მათ მოუწევთ 26 ოქტომბერს შეეგუონ წინასწარ მარცხს“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები