NYT: აშშ-ში შერიფმა მოსამართლე მოკლა

აშშ-ის კენტუკის შტატის ქალაქ უაითსბურგში, შერიფმა მიკი სთაინზმა მოსამართლე კევინ მალინზი საკუთარ კაბინეტში მოკლა,- ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შერიფი მოსამართლის მისაღებში შევიდა და იქ მყოფ ადამიანებს სთხოვა, მოსამართლესთან მარტო დაეტოვებინათ. შემდეგ შერიფი და მოსამართლე შევიდნენ კაბინეტში და კარები დაკეტეს, რის შემდეგაც გასროლის ხმა მალევე გაისმა.

მკვლელობის ჩადენის შემდეგ შერიფი გარეთ აწეული ხელებით გამოვიდა და პოლიციას ჩაბარდა.

დანაშაულის მოტივი ოფიციალურად უცნობია, თუმცა, ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, შერიფმა და მოსამართლემ სასამართლოს შენობაში იკამათეს.

კევინ მალინზი მოსამართლედ 2009 წლიდან მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები