გიორგი ლაღიძე პერსონალურ გამოფენას გამართავს
მხატვარი გიორგი ლაღიძე 4 ოქტომბერს თეატრ “ფაბრიკაში” პერსონალურ გამოფენას გამართავს.
ემიგრაციიდან დაბრუნებულ მხატვარს გიორგი ლაღიძეს, უცხოეთში გატარებულ წლებზე საუბარი უჭირს,.ის 1992 წლიდან საბერძნეთის მოქალაქეა, თუმცა… დაიბადა მეოცე საუკუნის ბოლოს , დაამთავრა სამხატვრო აკადემია, დაიბადა ისეთ ოჯახში სადაც კარგი შვილობა და კაცობა აუცლებელი იყო, მისი ბიძა რეზო ლაღიძე გახლდათ, მისგან მემკვიდრეობით მიღებილი სმენა და ხმა კიდევ ერთი დასტურია, რომ ქართულ გენს გადაშენება არ უწერია, მამა; მსახიობი სოსო ლაღიძე, რომელმაც ნახევარი საუკუნე ლეგენდარული თეატრის სცენაზე გაატარა. უცხოეთიდან დაბრუნებული მხატვრისთვის, უამრავი გამოფენების ავტორს (საბერძნეთი, ლონდონი, ნიუ-იორკი) საქართველოში მზადება მეტად სათუთი აღმოჩდა, ცოტას ღელავს… მდიდარი ბიოგრაფიის მქონე მხატვარს ბევრი რამ დარჩა სათქმელი. 22 წლიანი პაუზის შემდეგ გიორგი ლაღიძის პერსონალური გამოფენა ,,სამი სრულყოფილი წყვილი” იმ თაობის პასუხია რომელმაც შინაგანი თავისუფლების სიმბოლოდ ქცეული შემოქმედება ავანგარდის ამპლუაში, თქვენი შეფასების მოლოდინში თეატრი ,,ფაბრიკა” 4 ოქტომბერს 15 საათზე გახსნის.