თეთრმა სახლმა ილონ მასკის გამოხმაურება, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით, დაგმო

თეთრი სახლი ამერიკელ მილიარდერს, ილონ მასკს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს.

ილონ მასკმა სოციალურ ქსელ „იქსში“ დაწერა, რომ არავინ ცდილობს ბაიდენ-ჰარისის მკვლელობას.

მოგვიანებით მასკმა პოსტი წაშალა და თქვა, რომ ეს ხუმრობა იყო, რომელიც ვერავინ გაიგო.

„არავინ, არც კი ცდილობს ამის გაკეთებას, აი ამის თქმა მინდოდა და არც არავინ გააკეთებს. გამოდის, რომ ხუმრობები გაცილებით ნაკლებად სასაცილოა, თუ ადამიანებმა არ იციან კონტექსტი“, – დაწერა მასკმა მოგვიანებით.

საპასუხოდ თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ძალადობა უნდა დაიგმოს და მისი წახალისება არ უნდა მოხდეს. თეთრ სახლში ამბობენ, რომ მსგავსი რიტორიკა დიდი უპასუხისმგებლობაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები