კომპანია Meta თავის პლატფორმებზე RT-სა და Rossiya Segodnya-ს ბლოკავს

კომპანია Meta, რომელიც Facebook-ს, Instagram-სა და WhatsApp-ს ფლობს, გადაწყვიტა, საკუთარ პლატფორმაზე რუსული სახელმწიფო პროპაგანდისტული მედიები – RT და მედიაჰოლდინგი Rossiya Segodnya დაბლოკოს.

“დეტალური განხილვის შემდეგ გადავწყვიტეთ, გავაფართოოთ ზომები რუსული სახელმწიფო მედიის წინააღმდეგ. Rossiya Segodnya, RT-სა და მათთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციებს, საზღვარგარეთ ჩარევის მცდელობის გამო, ეკრძალებათ ჩვენი პლატფორმების გამოყენება მთელი მსოფლიოს მასშტაბით”, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

აკრძალვის აღსრულება უახლოეს დღეებში დაიწყება.

Meta-მ თავისი გადაწყვეტილება მას შემდეგ გამოაცხადა, რაც აშშ-მა რუსეთი საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები გაატარა ორი რუსი პროპაგანდისტული ორგანიზაციისა და ათობით ადამიანის წინააღმდეგ. შეზღუდვების ქვეშ მოჰყვნენ, კერძოდ, RT, გამოცემის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი და ტელეარხის ხუთი თანამშრომელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები