მღვდელ თორნიკე თოდიძის წიგნის – „ღვთის ხატება და მსგავსება ადამიანში“ წარდგინება

ხვალ, 19:00 სთ-ზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება წყნეთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის მღვდელმსახურის, მღვდელი თორნიკე თოდიძის წიგნის – „ღვთის ხატება და მსგავსება ადამიანში“ (ანუ რატომაა მართლმადიდებლობა ერთადერთი ჭეშმარიტი მოძღვრება) წარდგინება. წმინდა მამათა შრომების კრებული მარაბდელი მიტროპოლიტის თადეოზის (იორამაშვილი) ლოცვა-კურთხევით დაიბეჭდა. წიგნი თარგმნა და შეადგინა მამა თორნიკე თოდიძემ. დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები