დონეცკის ოლქში წითელი ჯვრის ჰუმანიტარულ მანქანას დაარტყეს – არის მსხვერპლი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონეცკის ოლქში რუსმა სამხედროებმა წითელი ჯვრის ჰუმანიტარული მისიის მანქანებზე იერიში მიიტანეს.

“სამწუხაროდ, რუსული დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა”, – დაწერა ზელენსკიმ ტელეგრამზე.

“დაბომბვა უკვე ცნობილია, მაგრამ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, ისევე როგორც წითელი ჯვრის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაცია, დუმს.

არ არსებობს არანაირი რეაქცია, დაგმობა ან თანაგრძნობის გამოხატვა, ამდენად, ეს დუმილი ფარავს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის კრიმინალურ პოლიტიკას“, – აღნიშნა ადამიანის უფლებათა კომისარმა, დიმიტრი ლუბინეცმა და მოუწოდა ICRC-ს, რუსეთის მიერ ჟენევის კონვენციების დარღვევა ოფიციალურად და საჯაროდ აღიაროს.

მანამდე, რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვადიმ ფილაშკინმა განაცხადა, რომ ხუთშაბათს დილით რუსმა სამხედროებმა სოფელ ვეროლუბოვკაზე საარტილერიო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც, სამი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. ფილაშკინმა დააზუსტა, რომ განადგურდა ჰუმანიტარული მანქანა და მსუბუქი ავტომობილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები