მამუკა მდინარაძე: შოთა ბერეკაშვილი “ენჯეოს” წარმომადგენელი არ არის, ის არის ბიზნესმენი და მშენებელი

“უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი – ეს თქვენი სპეკულაციაა, რადგან შოთა ბერეკაშვილი “ენჯეოს” წარმომადგენელი არ არის, ის არის ბიზნესმენი და მშენებელი”, – ასე უპასუხა მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვას – როგორ მოხდა, რომ უცხოური ძალების ინტერესების გამტარი შოთა ბერეკაშვილი სიაშია, რომლის ერთ-ერთი პროექტი აშშ-ის საელჩომ დააფინანსა.

მდინარაძის თქმით, რადიკალი “ნაცია” ის ვინც, ქართულ საქმეს რუსულს ეძახის.

„აშშ-ში, რომლის სახელითაც თქვენ ასე აპელირებთ, აგენტებს ეძახიან ასეთ [უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ] ორგანიზაციებს. აშშ-ში უფრო მკაცრი კანონმდებლობაა და თქვენ იტყუებით, როდესაც ამ კანონს ყველა ჯერზე რუსულს ეძახით. თუ გინდა ამოიცნო ყველაზე რადიკალი ნაცი, უნდა დააკვირდე – თუ ის ქართულ კანონს, ქართულ საქმეს, ეროვნულ პრიორიტეტებს ეძახის რუსულს, ის რადიკალი ნაცია“, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები