მამუკა მდინარაძე – საარჩევნო სიაში ბიძინა ივანიშვილის პირველ ნომრად წარდგენაზე: ეს ნიშნავს ხაზგასმას, რომ ეს არის 2012 წლის შემდეგ არანაკლებად და უფრო მნიშვნელოვანი არჩევნებიც კი

“ეს ნიშნავს ხაზგასმას და მნიშვნელობას ამ საპარლამენტო არჩევნების, რომ ეს არის 2012 წლის შემდეგ არანაკლებად და უფრო მნიშვნელოვანი არჩევნებიც კი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საარჩევნო სიაში ბიძინა ივანიშვილის პირველ ნომრად წარდგენაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს, ქვეყნის გადარჩენა და მშვიდობა გახდა პრიორიტეტი.

„2012 წლის მერე ასეთი პრეცედენტი ჩვენს გუნდში არ ყოფილა. ეს ნიშნავს ხაზგასმას და მნიშვნელობას ამ საპარლამენტო არჩევნების, რომ ეს არის 2012 წლის შემდეგ არანაკლებად და უფრო მნიშვნელოვანი არჩევნებიც კი. ამიტომ არის ბიძინა ივანიშვილი სიის პირველი ნომერი. დღეს საკითხი დგას ასე – ქვეყნის გადარჩენა და მშვიდობა გახდა პრიორიტეტი. ამის საწინააღმდეგო ბრძოლას ვხედავთ განსაკუთრებით ქვეყნის გარედან. თქვენ [ოპოზიციური არხის ჟურნალისტს მიმართავს] და „ნაცმოძრაობა“, პოლიტიკური პარტიები, რომლებიც რეალურად აგენტურას წარმოადგენენ და აგენტურ სუბიექტებს, არ არიან რეალურად ჩვენი ოპონენტები. პირიქით, ჩვენ ვუწევთ ძალიან დიდ ძალებს ოპონირებას. ჩვენ ვართ გლობალური ომის პარტიის ოპოზიციაში“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები