შალვა პაპუაშვილი: „ქართული ოცნების“ სრული საარჩევნო სიის პრეზენტაცია რამდენიმე კვირაში გაიმართება

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ სრული საარჩევნო სიის პრეზენტაცია რამდენიმე კვირაში გაიმართება.

„წინასწარ არანაირი ინფორმაციის მოცემა არ შემიძლია. ამიტომ არის პრეზენტაცია 20:00 საათზე, რომ როდესაც 20:00 საათზე იქნება პირველი ოცეულის წარდგენა, მაშინ გაიგებს ჩვენი საზოგადოება თუ როგორი ოცეულით გამოდის „ქართული ოცნება“ არჩევნებზე. ცოტა ხანში, უკვე რამდენიმე კვირაში იქნება სრული სიის პრეზენტაცია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ დღეს 2024 წლის საარჩევნო სიის პირველ ოცეულს წარადგენს. ღონისძიება პარტიის ცენტრალურ ოფისში 20:00 საათზე დაიწყება და მას „ქართული ოცნების“ ლიდერები დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები