არჩილ თალაკვაძე – არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ბიუჯეტიდან გრანტის გამოყოფაზე: ძალიან პოზიტიური ინიციატივაა

ძალიან პოზიტიური ინიციატივაა,- ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე პრემიერმინისტრის მიერ გაჟღერებულ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული საგრანტო პროგრამის დაფუძნების ინიციატივას.

მისი თქმით, აღნიშნული დამატებით საშუალებას მისცემს, მათ ვისაც სურვილი აქვს წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში.

„ძალიან პოზიტიური ინიციატივაა, ვინაიდან არის მთელი რიგი სერვისები, არის ინიციატივები, რომლებსაც სამოქალაქო სექტორი, პასუხისმგებლობიანი არასამთავრობო ორგანიზაციები უფრო ეფექტიანად განახორციელებენ და ამისთვის ნამდვილად გამართლებულია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოს თანხა. დარწმუნებული ვარ, რომ ყველას, ვისაც ჰქონდა და აქვს სურვილი, რომ თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში, ემსახუროს თავის ქვეყანას, თავის საზოგადოებას, ეს ამის დამატებით საშუალებას მისცემს“, – მიიჩნევს თალაკვაძე.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააჟღერა ინიციატივა, რომელიც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული საგრანტო პროგრამის დაფუძნებას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები