არჩილ გორდულაძე: უცხო ფულს, განსაკუთრებით კი ნაძარცვ ფულს ქართულ პოლიტიკაში ადგილი არ აქვს

მმართველი გუნდის წევრის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩატარებულმა გამოძიებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დავით კეზერაშვილი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ხანდაზმულ ადამიანებს ძარცვავს.

მისივე თქმით, უცხო ფულს, განსაკუთრებით კი ნაძარცვ ფულს ქართულ პოლიტიკაში ადგილი არ აქვს.

„საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგად, გამოძიებამ დაადასტურა, რომ დავით კეზერაშვილი, როგორც ჯარს ძარცვავდა, ახლა ძარცვავს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ხანდაზმულ ადამიანებს. ხოლო ამ ნაძარცვ თანხებს შემდეგ იყენებს იმისთვის, რომ „ნაცკლასტერი“ დააფინანსოს და ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაცია შემოიტანოს. უცხო ფულს, განსაკუთრებით კი ნაძარცვ ფულს ქართულ პოლიტიკაში ადგილი არ აქვს“, – აცხადებს გორდულაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები