მაკა ბოჭორიშვილი: მნიშვნელოვანია ობიექტური შეფასებები საქართველოსთან მიმართებაში, ვინაიდან ცალსახაა პროგრესი – საქართველო მოწინავეა ასოცირებულ პარტნიორებს შორის

ხელისუფლებას ნამდვილად სჭირდება სიმყარე, რომ უზრუნველყოს ჩვენ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა.

მან განმარტა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებისთვის, ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა.

„კარგად უნდა გავაცნობიეროთ, თუ რამდენად კრიტიკულ, ისტორიულ მომენტში დგას დღეს საქართველო და რამდენად მნიშვნელოვანია ის გამოწვევები, რომელთან გამკლავებაც უწევს დღევანდელ ხელისუფლებას. ნამდვილად სჭირდება ამ ხელისუფლებას ის სიმყარე იმისთვის, რომ უზრუნველყოს ჩვენ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა. ეს არის წინაპირობა და საფუძველი ყველა შემდგომი პროგრესის“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები