რატი ბრეგაძე: დარწმუნებული ვარ, პრემიერის ეს წამოწყება იქნება აუცილებლად წარმატებული და კიდევ უფრო მეტ დადებით მუხტს შეიტანს ქვეყნის უფრო სწრაფად განვითარების საქმეში

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ეხმიანება, რომელიც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამის დაფუძნებას ითვალისწინებს.

„მისასალმებელია ბატონ პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერას და საქართველოს ეროვნული ინტერესების კიდევ უფრო მეტი საზოგადოებრივი ჩართულობით განხორციელებას. დარწმუნებული ვარ, ეს წამოწყება იქნება აუცილებლად წარმატებული და კიდევ უფრო მეტ დადებით მუხტს შეიტანს ქვეყნის უფრო სწრაფად განვითარების საქმეში“, – აღნიშნა მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით,  ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამა დაფუძნდება, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები