დღეს მწერალთა სახლში Tbilisi Photo Festival 2014 – ის პრესკონფერენცია გაიმართება
დღეს, 15:00 საათზე მწერალთა სახლში Tbilisi Photo Festival 2014 – ის პრესკონფერენცია გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე კახა კანდელაკი, Tbilisi Photo Festival 2014 – ის სამხატვრო ხელმძღვანელი ნესტან ნიჟარაძე, ქალაქ თბილისის ვიცე-მერი ალექსანდრე მარგიშვილი, პოლონეთის ელჩი ანდრჟეი ჩიეშკოვსკი და პოლონელი ფოტოგრაფი იუსტინა მელნიკევიჩი გაუძღვებიან.