გივი მიქანაძე: უმცირესობის მხრიდან თავს მოხვეული პროპაგანდა არამც და არამც არ უნდა იყოს საკანონმდებლო დონეზე დაშვებული
დღეს საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველ სხდომაზე, სავარაუდოდ,
მეორე მოსმენით სავარაუდოდ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტზე იმსჯელებენ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გივი მიქანაძის განმარტებით,
კანონპროექტს განსაკუთრებული ლეგიტიმაცია 17 მაისს გამართულმა შეკრებამ მიანიჭა.
„უმცირესობის მხრიდან თავს მოხვეული პროპაგანდა არამც და არამც არ უნდა იყოს საკანონმდებლო დონეზე დაშვებული. განსაკუთრებული ლეგიტიმაცია იყო მიმდინარე წლის 17 მაისი – ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე, როდესაც მილიონიანი მარში გაიმართა მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქსა თუ მუნიციპალიტეტში, სადაც ჩვენმა საზოგადოებამ მკაფიოდ დაადასტურა და გამოხატა თავისი პოზიცია, რომ ეს პროპაგანდა მიუღებელია და ის ტრადიციები, რაც ჩვენს რელიგიურ მრწამსთან არის დაკავშირებული, აუცილებლად საჭიროებს შესაბამის საკანონმდებლო უზრუნველყოფას“, – აცხადებს დეპუტატი.
შეგახსენებთ, პარლამენტმა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონი პირველი მოსმენით მიიღო.