მამუკა მდინარაძე: ერთი ოდნავ ობიექტური ადამიანიც კი ვერ ნახეს მთლიანად „ნაცების“ ტრენდში და მათი ერთ-ერთი სპიკერი წარმოადგინეს მათ „ობიექტურ ექსპერტად“ საკონსტიტუციო სასამართლოში – ესეც ვამხილეთ
ერთი ოდნავ ობიექტური ადამიანიც კი ვერ ნახეს მთლიანად „ნაცების“ ტრენდში და მათი ერთ-ერთი სპიკერი წარმოადგინეს მათ „ობიექტურ ექსპერტად“ საკონსტიტუციო სასამართლოში – ესეც ვამხილეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ერთი ადამიანი ვერ ნახეს ცოტა ობიექტური რომ ყოფილიყო, „შემდეგი სადგური ნაღალატევი“ არ ჰქონოდა ნაძახები. ერთი ოდნავ ობიექტური ადამიანიც კი ვერ ნახეს მთლიანად „ნაცების“ ტრენდში და მათი ერთ-ერთი სპიკერი წარმოადგინეს მათ ობიექტურ „ექსპერტად“ საკონსტიტუციო სასამართლოში და ესეც ვამხელთ და ბუნებრივია, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა“, – აღნიშნა მდინარაძემ.