3 სექტემბერს მეათე მოწვევის პარლამენტის ბოლო სესია გაიხსნება
ხვალ, 3 სექტემბერს მეათე მოწვევის პარლამენტის ბოლო სესია გაიხსნება. საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა სექტემბრის პირველ სამშაბათს – 3 სექტემბერს გაიმართება.
რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტი არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პლენარული სხდომებს შეწყვეტს. მანამდე კი სესია 3-6 სექტემბრის კვირაში გაიმართება. პარლამენტი ასევე შეიძლება, 17-20 სექტემბრის კვირაში შეიკრიბოს.
საშემოდგომო სესიის დღის წესრიგზე ბიურო იმსჯელებს, რომლის სხდომა 2 სექტემბერს გაიმართება.