“წარმატებებს ვუსურვებ აზერბაიჯანის მოძმე ხალხს და ახალ პარლამენტს, რომელიც აირჩევა ამ დემოკრატიული პროცესის საფუძველზე” – მათიკაშვილი

„ჩვენ წარმოვადგენთ სუამ-ის საპარლამენტთაშორისო დელეგაციას, რომელიც აერთიანებს ოთხ ქვეყანას: აზერბაიჯანს, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას. ჩვენ წარმოვადგენთ ქართულ მხარეს. ამ საპარლამენტო არჩევნებს დიდი მნიშვნელობა აქვს აზერბაიჯანისთვის, ეს არის ისტორიული არჩევნები, რადგან საარჩევნო პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს”, – განაცხადა მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა აზერბაიჯანში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას.

“დაახლოებით 5-6 საარჩევნო უბანს ვეწვიეთ და შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. მიღებული ინფორმაციით, სერიოზული დარღვევები არ დაფიქსირებულა. წარმატებებს ვუსურვებ აზერბაიჯანის მოძმე ხალხს და ახალ პარლამენტს, რომელიც აირჩევა ამ დემოკრატიული პროცესის საფუძველზე“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები