გიგა ოჩხიკიძემ საქართველოს პარალიმპიადაზე ოქროს მედალი მოუტანა

ქართველი პარასპორტსმენები ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობენ. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ქართველმა მძლეოსანმა – გიგა ოჩხიკიძემ ბირთვის კვრაში კვლავ ჩემპიონობა იზეიმა და საქართველოს პარალიმპიადაზე ოქროს მედალი მოუტანა.

კულტურისა და სპორტის სამინისტროა ინფორმაციით, მან ბირთვის 9.66 მეტრზე კვრა შეძლო, სადებიუტო პარალიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. აღსანიშნავია, რომ საქართველომ პარალიმპიადასა და ოლიმპიადაზე ბირთვის კვრაში მედალი პირველად მოიპოვა. ასევე, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გიგა ოჩხიკიძე პირველი სპორტსმენია, რომელმაც პარალიმპიადასა და ოლიმპიადაზე მძლეოსნობაში მედალი მოიპოვა.

პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ამ დროისთვის ორი მედალი აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები