ბექა ოდიშარია: ლობისტურმა კომპანიამ სახელწოდებით პარტია „ლელომ“ და მისმა დამფუძნებელმა არაფერი გააკეთეს, რომ ანაკლიის პროექტი განხორციელებულიყო
“ლობისტურმა კომპანიამ სახელწოდებით პარტია „ლელომ“ და მისმა დამფუძნებელმა არაფერი არ გააკეთეს, რომ ეს პროექტი განხორციელებულიყო”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ბექა ოდიშარიამ, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რომ პროექტი განხორციელებულიყო.
„ქართულმა ოცნებამ“, მმართველმა გუნდმა, ყველაფერი გააკეთა საკონსტიტუციო ჩანაწერებიდან დაწყებული, დამთავრებული ყველანაირი ფულადი სახსრების გაცემით, მიწების შესყიდვებით, სხვადასხვა პროექტების შემზადებით იმისთვის, რომ ანაკლიის პროექტი განხორციელებულიყო. მათ შორის გაადვილებოდა მამუკა ხაზარაძეს და მის ჯგუფს მოზიდვა ინვესტორების. ხოლო საპირისპიროდ ამისა, ლობისტურმა კომპანიამ სახელწოდებით პარტია „ლელომ“ და მისმა დამფუძნებელმა არაფერი არ გააკეთეს, რომ ეს პროექტი განხორციელებულიყო. უბრალოდ ბოლო ეტაპზე მოითხოვეს, თუ შეწყდებოდა ტვირთბრუნვა სხვადასხვა მხრიდან და ძირითადად აღმოსავლეთიდან ამის გარანტი ყოფილიყო საქართველო, მისი ბიუჯეტი და საქართველოს გადასახადის გადამხდელი. აი სწორედ ეს აღკვეთა „ქართულმა ოცნებამ“, – განაცხადა ბექა ოდიშარია.