გურამ მაჭარაშვილი: ის, რომ ხაზარაძე არ იხდის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ დაკისრებულ ჯარიმას, ეს არის მისი ბუნება

“ხაზარაძე საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ექვემდებარება და საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულებებს როგორ შეასრულებდა, ათეულობით მილიონი რომ უნდა ჩაედო ანაკლიის პორტში”,-ამის შესახებ „ხალხის ძალის“„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც მამუკა ხაზარაძეს, ასევე მთელს ოპოზიციას განაჩენს ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს გამოუტანს.

„ის, რომ ხაზარაძე არ იხდის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ დაკისრებულ ჯარიმას, ეს არის მისი ბუნება. საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ექვემდებარება და საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულებებს როგორ შეასრულებდა, ათეულობით მილიონი რომ უნდა ჩაედო ანაკლიის პორტში. აი, ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, რომ ზუსტად ასეთი თაღლითური სქემებით მოქმედებდა ის, როცა იყო ბიზნესში და ახლა უნდა, რომ იმოქმედოს პოლიტიკაში. თუ შეეძლო საქართველოს მოქალაქეების გაკოტრება და გადაგდება, აქ ის ვეღარ შეძლებს იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება 26 ოქტომბერს ეკუთვნის საქართველოს საზოგადოებას და ის გამოუტანს გადაწყვეტილებას ხაზარაძესაც და ყველა სხვა დანარჩენ ოპოზიციასაც“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები