გია ვოლსკი: ვერ ვატყობთ, რომ მოსარჩელე მხარეს განხილვებში უპირატესობა ჰქონდეს

“კომპეტენტური ადამიანების ჯგუფია, რომელიც სწორ პოზიციას იცავს და ამასთან დაკავშირებით არავის კითხვა არ უნდა ჰქონდეს”, – ასე უპასუხა მმართველი გუნდის წევრმა გია ვოლსკიმ კითხვას, რატომ არ მონაწილეობენ საკონსტიტუციო სასამართლოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის განხილვაში მმართველი გუნდის დეპუტატები.

მისი თქმით, მოსარჩელე მხარეს განხილვებში მაინცდამაინც უპირატესობა არ აქვს.

“ვფიქრობ, როდესაც ასეთი სუსტი პოზიცია გაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო იქნება თუ ზოგადად, სხვა მიზეზი უნდა ეძებო, რომელიმე ადამიანი თუ დეპუტატი რატომ არ ესწრება. ვინც მონაწილეობს, საკმაოდ მაღალი კომპეტენციისაა და თუ საჭიროდ ჩათვლიან, დეპუტატიც დაესწრება. მაგრამ კომპეტენტური ადამიანების ჯგუფია, რომელიც სწორ პოზიციას იცავს და ამასთან დაკავშირებით არავის კითხვა არ უნდა ჰქონდეს. მით უმეტეს, ვერ ვატყობთ, რომ მოსარჩელე მხარეს განხილვებში მაინცდამაინც უპირატესობა ჰქონდეს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები