არქიტექტორთა საერთაშორისო ფესტივალი

29-30 სექტემბერს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ”არქიტექტორთა მესამე საერთაშორისო ფესტივალი” გაიმართება. ღონისძიება “საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის”, ჟურნალ “STYLE” – ის ეგიდით და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება.
29 სექტემბერს, 17:00 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში “საერთაშორისო არქიტექტურული გამოფენა” გაიხსნება. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და უცხოელი არქიტექტორები: აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ბულგარეთიდან, უნგრეთიდან. გამოფენის მსვლელობისას ჩატარდება სემინარები და ვორკშოპები არქიტექტურის თემაზე.
30 სექტემბერს, 18:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკისა საგამოფენო დარბაზში ”არქიტექტურული პრემია 2014-ის” დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები