,,კაბვეს“ თავის ქალის საიდუმლო

თითქმის ერთი საუკუნის წინ ზამბიაში, კერძოდ კი ,,კაბვეს“ გამოქვაბულში უძველესი თავის ქალა იპოვეს, რომელიც დაახლოებით 300 000 წლით თარიღდება. ეს იყო პირველი აღმოჩენა, როდესაც აფრიკის Homo sapiens-ის მსგავსი თავის ქალა იპოვეს. აღმოჩენის შემდეგ მეცნიერებს უფრო დიდი სიურპრიზი ელოდათ – მრგვალი ფორმის ხვრელი, რომელიც თავის ქალის მარჯვენა მხარეს იყო მოთავსებული. იმ წლებში აღნიშნულ დეტალს სათანადო ყურადღება არ მიაქციეს, თუმცა ბოლოდროინდელი დაკვირვებების შედეგად სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მსგავსი ტიპის ხვრელი შესაძლოა, მხოლოდ ტყვიის სროლის შედეგად გაჩნდეს, რაც ყოვლად წარმოუდგენელია მომხდარიყო იმ ეპოქაში, ანუ 300 000 წლის წინ. მსგავსი ტიპის თავის ქალის დაზიანებები აღენიშნება შუა აზიაში მცხოვრებ გიგანტურ ბიზონებსაც, რომელთა ასაკი დაახლოებით 600 000 წელია. რაც შეეხება თვითონ ცხოველთა ჯიშს, ის დაახლოებით 100 000 წლის წინ გადაშენდა.

10717893_751323221600307_1329416797_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები