ირაკლი კობახიძე – 26 მაისი უნდა იყოს ყველა ჯანსაღი პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური ძალისთვის ეროვნული კონსოლიდაციის დღე, როდესაც ცდილობ, ასეთ დღეს შემოიტანო განხეთქილება საზოგადოებაში, ამას ვერ ექნება ვერავითარი წარმატება
26 მაისი უნდა იყოს ყველასათვის, ყველა ჯანსაღი პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური ძალისთვის რა თქმა უნდა, ეროვნული კონსოლიდაციის დღე, როდესაც ცდილობ, ასეთ დღეს შემოიტანო განხეთქილება საზოგადოებაში, ბუნებრივია, ამას ვერ ექნება ვერავითარი წარმატება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართული საზოგადოება ვითარდება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ძალიან სწრაფად და ასეთ დროს შეუძლებელია, მიაღწიონ წარმატებას ისეთმა ძალებმა, რომლებიც არიან ორიენტებული საზოგადოების გახლეჩისკენ.
„ტესტი ჩავარდება ბუნებრივია, როგორც ჩავარდა ყველა წინა ტესტი. აქაც არავითარი პერსპექტივა არ აქვს ასეთ აქციას. 26 მაისი უნდა იყოს ყველასათვის, ყველა ჯანსაღი პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური ძალისთვის რა თქმა უნდა, ეროვნული კონსოლიდაციის დღე. როდესაც ცდილობ, ასეთ დღეს შემოიტანო განხეთქილება საზოგადოებაში, ბუნებრივია, ამას ვერ ექნება ვერავითარი წარმატება. თავისთავად იდეა არის განწირული წარუმატებლობისთვის ისეთ საზოგადოებაში, როგორიც არის ქართული საზოგადოება. ქართული საზოგადოება ვითარდება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ძალიან სწრაფად, ძალიან სწრაფად ვითარდება თვითშეგნება ქართულ საზოგადოებაში და ასეთ დროს შეუძლებელია, მიაღწიონ წარმატებას ისეთმა ძალებმა, რომლებიც არიან ორიენტირებული საზოგადოების გახლეჩისკენ და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისკენ. ქართულ საზოგადოებას ისინი შეცდომაში ვერ შეიყვანენ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.