კურტანიძე ნოზაძეს: ვინც მიშისტურმა სიზმრებმა შეაწუხა, – ყველანი პასუხს აგებთ!

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი რამაზ ნოზაძეს საკუთარი წარსულის გადახედვას ურჩევს, – ამის შესახებ ლუკა კურტანიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს. მისი თქმით, მას ძალიან უკვირს ნოზაძის „ფერიცვალების“ და მის ქცევის შესახებ ბევრი კითხვა უჩნდება.
„ძალიან მიკვირს ნოზაძის ფერიცვალება! ბევრი კითხვა მიჩნდება, რატომ იქცევა ასე? იქნებ იმიტომ რომ დუშეთის საწვრთნელ ბაზასთან დაკავშირებით პირადი ინტერესები გააჩნია. ნოზაძე არის ამ სპორტული ბაზის ერთ-ერთი მეპატრონე. დუშეთის ბაზა ეკუთვნოდა სააკაშვილის ნაცისტური რეჟიმის წარმომადგენლებს და ადვილი წარმოსადგენია, როგორ ჩაიგდეს იგი ხელში!„ – აცხადებს ლუკა კურტანიძე. მისივე თქმით, როდესაც ჭიდაობის პრეზიდენტი ნაკრების მომზადებას იწყებს და სავარჯიშოდ სპორტსმენებს დუშეთის დარბაზს სთავაზობს, მოჭიდავეები ამ დარბაზზე უარს ამბობენ.
„სპორტსმენები არასდროს ირჩევენ დუშეთის ბაზას, მათ არ უნდათ იქ მომზადების გავლა, მაგრამ სააკაშვილის რეჟიმის დროს, აბა კაი დედის შვილი იყავიდა და დუშეთის ბაზაზე უარი გეთქვა! ეს იყო უზარმაზარი შემოსავალი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ნაციონალურ რეჟიმს აძლიერებდნენ! ნოზაძეს, ალბათ იმის გამო გაუჩნდა აგრესია, რომ მის დუშეთის ბაზას ვერ ვტვირთავ და ამით სოლიდური შემოსავალი მოაკლდა! რამაზ ნოზაძეს ვურჩევ, თავის წარსულ ცხოვრებას გადახედოს და ჩემს ცხოვრებაში ხელების ბინძურად ფათურს შეეშვას! ვაფრთხილებ ყველას, ვინც მიშისტურმა სიზმრებმა შეაწუხა, – ყველანი პასუხს აგებთ!“ – აცხადებს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები