მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში

2014 ფესტივალის პროგრამა: თელავის დრამატული თეატრი – 11 ოქტომბერი, 18.00 საათი, ფესტივალის გახსნა; საფესტივალო სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი – არიელ ცუკერმანი, სოლისტები: ნატალია გუტმანი (ჩელო), ნელსონ გოერნერი (ფორტეპიანო), კოლია ბლახერი (ვიოლინო). პროგრამა: ედუარდ ლალო – კონცერტი ჩელოსა და ორკესტრისათვის, ფრედერიკ შოპენი – საფორტეპიანო კონცერტი „ფა მინორი, თხზ 21“, კარლ აუგუსტ ნილსენი – სავიოლინო კონცერტი „თხზ 33“ /პირველი ნაწილი/. 12 ოქტომბერი, 19.00 – კამერული მუსიკის კონცერტი, სოლისტები: ელისო ვირსალაძე (ფორტეპიანო), კოლია ბლახერი (ვიოლინო), დენიზ ტაჰბერერი (ვიოლინო), ფიოდორ ბელუგინი (ალტი), გიორგი ცაგარელი (ალტი), ნატალია გუტმანი (ჩელო), ალექსანდრე ბუზლოვი (ჩელო), გრიგორი კროტენკო (კონტრაბასი). პროგრამა: არნოლდ შონბერგი – სიმებიანი სექსტეტი „გასხივოსნებული ღამე“, თხზ. 4 ფრანც შუბერტი – საფორტეპიანო კვინტეტი „Forellenquintet” 14 ოქტომბერი, 19.00 – კონცერტი, საფესტივალო სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი – არიელ ცუკერმანი სოლისტი – ლიანა ისაკაძე, გორის ქალთა კამერული გუნდი, ქორმაისტერი – თეონა ცირამუა. პროგრამა: იოსებ კეჭაყმაძე – საგუნდო ნაწარმოებები “მამაო ჩვენო” (ლექსი ი.ჭვჭავაძისა), “ქუთაისური” (ლექსი ბ. კეშელავასი), “სოფლად სტირიან ქალები” (ლექსი ხალხური), “ქორალი” “ალნი” (ლექსი ხალხური) ,”მშვიდობით” (ლექსი ო.ჭილაძისა), “ქალი ვარ ბაგრატივნისა” (ლექსი ხალხური), “ეგზერსისი”, “ლაშარის გზაზე” (ლექსი ა. კალანდაძისა, ციკლიდან “მთისაი ბარსა”), იოჰანეს ბრამსი – კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის „რე მაჟორი, თხზ. 77“. 16 ოქტომბერი, 19.00 – კამერული მუსიკის კონცერტი, სოლისტები: ელისო ვირსალაძე (ფორტეპიანო), ედუარდ ბრუნერი (კლარნეტი), მარია კაგანი (ვიოლინო), თეონა ყაზიშვილი (ვიოლინო), ირაკლი ჯაფარიძე (ალტი), გიორგი ჯორჯაძე (ჩელო), გრიგორი კროტენკო (კონტრაბასი), არიელ ცუკერმანი (ფლეიტა), გიორგი ქობულაშვილი (ჰობოი), ნიკოლა სტეფანი ბელი (ჰობოი), ნოდარ ბიწაძე (კლარნეტი), ჯააკო ლუომა (ფაგოტი), თეიმურაზ ბუხნიკაშვილი (ფაგოტი), ზბიგნევ მონკიევიჩი (ვალტორნა), კარლოს დუკე (ვალტორნა), ივან კრესპო (საყვირი). პროგრამა: იოზეფ ჰაიდნი – მარშები, არნოლდ შონბერგი – Eiserne Brigade, ბოჰუსლავ მარტინუ – La Revue de Cuisine, იოჰან ნეპომუკ ჰუმელი – სამხედრო სეპტეტი. 18 ოქტომბერი, 18.00 – ფესტივალის დასკვნითი კონცერტი, საფესტივალო სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი – არიელ ცუკერმანი, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი (საქართველოს სინფონიეტა), ხათუნა თურმანიძე (არფა). სოლისტები: ედუარდ ბრუნერი (კლარნეტი), ჯააკო ლუომა (ფაგოტი) ალექსანდრე ბუზლოვი (ჩელო) ელისო ვირსალაძე (ფორტეპიანო). პროგრამა: რიჰარდ შტრაუსი – დუეტი-კონცერტინო კლარნეტისა და ფაგოტისათვის სიმებიანი ორკესტრის თანხლებით, რობერტ შუმანი – კონცერტი ჩელოსა და ორკესტრისათვის „ლა მინორი, თხზ. 129“, ედვარდ გრიგი – კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის „ლა მინორი, თხზ. 16“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები