ანტისანიტარია და სუნი – რა ხდება თბილისის პოპულარულ სკოლებში?

თბილისის 51-ე, 52-ე, 55-ე და 161-ე სკოლების საპირფარეშოებში სრული ანტისანიტარიაა, – ამის შესახებ სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს, ისინი ესტუმრნენ იმ სკოლებს, რომლებიც დედაქალაქში პოპულარობით სარგებლობს და ბავშვების მიღებისთვის კონკრეტული პირების რეკომენდაციაა საჭირო.„საპირფარეშოებს სუნით ვაგნებდით. სამწუხაროდ, ვერც ერთი სკოლის საპირფარეშოში ამ ადგილისთვის აუცილებელი ატრიბუტები – საპონი და ხელსახოცები ვერ აღმოვაჩინეთ. 55-ე სკოლაში ერთ-ერთ საპირფარეშოში ჭუჭყიან ნიჟარაზე რამდენიმე გალეული საპნის ნატეხი ეყარა. 51-ე სკოლაში მეორე სართულის გოგონების ტუალეტში შესვლისას, როცა მოსწავლემ დაგვინახა, მე და ჩემი ფოტოგრაფი მძაფრი სუნისგან სუნთქვაშეკრულები როგორ ვიდექით, მესამე სართულის ტუალეტში შესვლა გვირჩია: იქ არც სუნია და შედარებით უკეთესი სიტუაცია არისო“, – წერს სტატიის ავტორი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები