“ქოჩორას მხარდაჭერით, ხავი და “ლევანტე” საქართველოში მოდიან ახალი ტალანტების მოსაძებნად” – “ლევანტე” ინფორმაციას აქვეყნებს
“თუ ფეხბურთი გიყვარს, ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოიყენო!”, – ”ლევანტეს” სოციალურ ქსელში მორიგი პოსტი ქვეყნდება.
“ქოჩორას მხარდაჭერით, ხავი და “ლევანტე” საქართველოში მოდიან ახალი ტალანტების მოსაძებნად! გელოდებით ორშაბათს და სამშაბათს, 2006-დან 2011 წელს დაბადებულებს, რათა გვაჩვენო შენი შესაძლებლობები და მიიღო ლევანტეს სტიპენდია!”, – წერია პოსტში.
მსურველებს რეგისტრაციის გავლა 19 და 20 აგვისტოს შეუძლიათ.