საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 539 ათასი ადამიანია
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 539 ათასი ადამიანია.
საპენსიო სააგენტოს ცნობით, 2024 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 11.858-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 42.3 მლნ ლარი.
მათივე ინფორმაციით, საპენსიო აქტივების ღირებულება, კი შეადგენს 5.3 მლრდ ლარს, მათ შორის დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.15 მლრდ ლარს გადააჭარბა.