კურსკის ოლქის კიდევ ერთ რაიონში ევაკუაცია დაიწყო
კურსკის ოლქის ბოლშესოლდაცკის რაიონში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო,- ამის შესახებ რეგიონის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ ზაიცევმა „ტელეგრამზე” განაცხადა.
„ჩვენს რაიონში ევაკუაციის მოთხოვნა დღემდე არ ყოფილა. ყველა თავისით წავიდა, არავინ ჩარეულა. დღეს ვაგროვებთ მონაცემებს, თუ ვის სჭირდება ევაკუაცია“, – წერს რაიონის ხელმძღვანელი.
მისივე თქმით, ტერიტორიაზე ბევრი ადამიანია დარჩენილი, თუმცა მათ წასვლა არ სურთ.
ბოლშესოლდაცკის რაიონი მდებარეობს სუჯანსკის რაიონის სოფელ მარტინოვკადან რვა კილომეტრში, რომელსაც, Telegram-ის არხების თანახმად, უკრაინელი სამხედროები მიუახლოვდნენ და რაიონში ბრძოლები მიმდინარეობს.
პარალელურად, კურსკის მოსაზღვრე უკრაინის სუმის რაიონში, შემოღებულ იქნა შეზღუდვები ყველა კატეგორიის მოქალაქის გადაადგილებაზე ოცკილომეტრიან სასაზღვრო ზონაში.