თეა წულუკიანი: პარიზის ოლიმპიადა ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე წარმატებული გამოდგა
“პარიზის ოლიმპიადა ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე წარმატებული გამოდგა, რადგან ეს რეიტინგული ადგილი მსოფლიოს ქვეყნებს შორის საქართველოს არასდროს ჰქონია და ასეთი ხარისხობრივი შედეგი მედლებში საქართველოს ასევე არ ჰქონია აქამდე”, – ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მინისტრმა სპორტსმენებს მადლობა გადაუხადა.
„ამ ძალიან დიდი წარმატებისთვის პირველ რიგში ჩვენ სპორტსმენებს უნდა ვუთხრათ მადლობა, ასევე მათ მწვრთნელებსა და ექიმებს, ფედერაციებს, ოლიმპიურ კომიტეტსა და სპორტის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომელიც ფედერაციებთან და სპორტსმენებთან მუშაობდა იმისთვის, რომ ეს შედეგი დამდგარიყო“, – აღნიშნა მინისტრმა.