ტრამპი – “უკრაინის კონფლიქტი ბაიდენის სულელურმა მუქარებმა გამოიწვია”

რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა დაადანაშაულა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომ მან რუსეთის წინააღმდეგ „სულელური მუქარით“ მსოფლიო ბირთვული ომის ზღვარზე მიიყვანა.

ტრამპი უკრაინის კონფლიქტს ბაიდენის დაბალ IQ-ს აბრალებს.

მისივე თქმით, რუსეთის ჯარების თავდაპირველი გაძლიერება უკრაინის საზღვარზე, მან აღიქვა, როგორც მოლაპარაკების ტაქტიკა.

„მე მეგონა, [რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი] ამას აკეთებდა იმიტომ, რომ პუტინი კარგი მომლაპარაკებელია – მეგონა, რომ ის ამას მოლაპარაკებისთვის აკეთებდა. მაგრამ შემდეგ ბაიდენმა დაიწყო სისულელეების თქმა. მაგალითად, მან თქვა, რომ უკრაინა შეიძლება, იყოს ნატოს წევრი ქვეყანა. რუსეთი კი, რაც ნატო არსებობს, ამბობდა, რომ ისინი ამას არასოდეს დათანხმდებოდნენ”,- განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ნოემბერში პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ის უკრაინის კონფლიქტს შეწყვეტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები