გიორგი გაბიტაშვილი სომხეთსა და საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი, სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს სურეშ ბაბუს შეხვდა და პროკურატურის ორგანოების ძირითადი ფუნქციები, მუშაობის სპეციფიკა და საქმიანობის თავისებურებები გააცნო.
პროკურატურის ინფორმაციით, განიხილეს როგორც საელჩოსთან, ასევე ინდოეთის კომპეტენტურ საგამოძიებო უწყებებთან საქართველოს მთავარი პროკურატურის მომავალი თანამშრომლობის საკითხები. მხარეებმა გამოხატეს მზაობა და სურვილი, გააღრმავონ არსებული თანამშრომლობა და ისაუბრეს ამ საკითხების სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევის პერსპექტივაზე, მათ შორის სისხლის სამართლის სფეროში შესაბამისი ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმების გზით. შეხვედრის დასასრულს ელჩმა გამოხატა მადლიერება საქართველოს პროკურატურის მიერ ამ დრომდე გაწეული დახმარების თაობაზე და იმედი გამოთქვა მომავალში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.