ანტონ იანჩუკი საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში
უკრაინის მთავრობის წარმომადგენელი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ანტონ იანჩუკი სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას ეწვია – ამის შესახებ ინფორმაცია ბიბლიოთეკის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. პრესსამსახურის ინფორმაციით, იუსტიციის სფეროში საქართველოს წარმატებული გამოცდილების დანერგვა უკრაინის ახალი მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ქართველი ექსპერტების და კონსულტანტების დახმარებით უკრაინაში უკვე დაიწყო რამოდენიმე პროგრამის განხორციელება. ანტონ იანჩუკმა საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის შენობა და წიგნების ფონდი დაათვალიერა. სტუმრის განსაკუთრებული ინტერესი კი 2003-2013 წლებში სახელმწიფოს მიერ განხორციელებულმა მსხვილმა პროექტებმა გამოიწვიეს.