მაია ფანჯიკიძე ავღანელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გაერო-ს გენერალური ასაბლეის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა. მაია ფანჯიკიძე ავღანელ კოლეგას აჰმედ ზარარს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ავღანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას ISAF-ის სამშვიდობო მისიაში საქართველოს მონაწილეობისათვის. განიხილეს შემდგომი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის ჰუმანიტარული და სოციალური მიმართულებით.
მაია ფანჯიკიძემ სესიის ფარგლებში შეხვედრა გამართა ტუვალუს საგარეო საქმეთა მინისტრთან. ტუვალუსთან საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები მიმდინარე წელს დაამყარა. შეხვედრაზე განიხილეს სხვადასხვა სფეროში შემდგომი თანამშრომლობის საკითხები. დღესვე მაია ფანჯიკიძე შეხვდა კოლეგებს მავრიტანიიდან, სენტ კიტსი და ნევისიდან. გაეროს სესიის ფარგლებში სულ 65 ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატის შეხვედრა გაიმართა.