ორგანიზაციამ “ადამიანი, კანონი, თავისუფლება” ფსიქოტროპულ წამლებთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარა
არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანი, კანონი, თავისუფლება” ფსიქოტროპულ წამლებთან დაკავშირებით კვლევას წარადგენს. როგორც „კვირას“ არასამთავრობო ორგანიზაციიდან აცნობეს, კვლევის შედეგებს პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის დირექტორი ნიკოლოზ მაღალდაძე ხვალ, 11.30 წუთზე ჟურნალისტებს გააცნობს. ორგანიზაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება კვლევა ფსიქოტროპული წამლების ლეგალური ბრუნვის შესახებ.
“აღნიშნული კვლევა მოიცავს 2013-14 წლების იანვარ-აგვისტოს მონაცემების ანალიზს. კვლევის პროცესში მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა. მათ შორის, საუბარი შეეხება მედიკამენტების იმპორტის დინამიკას, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შედეგებს და ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო რეალიზაციის საკითხებს”, – აცხადებენ ორგანიზაციაში. მათივე ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 1-ლი იანვრიდან 23 სექტემბრამდე პერიოდში, ფარმაცევტული ბაზრის ზედამხედველობისა და კონტროლის ღონისძიებების მიმართულებით გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგად, შედგენილია 129 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მათ შორის – 88 დარღვევა.