დავით შავლიაშვილმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

   სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა, თანამშრომლებთან და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპუთა ხსოვნას დავით შავლიაშვილმა პატივი მიაგო სამინისტროს თანამშრომლებთან – ქეთევან გიორგაძესთან და მარიამ საჯაიასთან ერთად. ქეთევან გიორგაძე აფხაზეთის ომის ვეტერანია, მისი ძმა – ტიტიკო გიორგაძე ფრონტის წინა ხაზზე დაიღუპა, გმირთა მოედანზე აღმართულ მემორიალზე, სხვა გმირებთან ერთად, მისი სახელი და გვარია ამოტვიფრული. აფხაზეთის ომის მონაწილეები არიან მარიამ საჯაიას ძმა და მამა – ელდარ და ჯემალ საჯაიები. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ გმირებს, მათთან ერთად, პატივი მიაგეს: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეებმა – გიორგი ამაშუკელმა, გიორგი კობერიძემ, სააავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვაჟა ფანჩულიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები