ლადო ბედუკაძე: პოლიტიკურ დაჯგუფებებს შორის უპირველესი მაინც „ნაციონალური“ სექტაა
„რა შეიძლება ეწოდოს ისეთ ადამიანს, ვინც დღევანდელ ხელისუფალს, მით უმეტეს ირაკლი ღარიბაშვილს მონობას დააბრალებს ან მკვლელს უწოდებს? “ – ასე ეხმაურება ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტის დროს 5 ქართველის მიერ მოწყობილ საპროტესტო აქციას. ლადო ბედუკაძეს მიაჩნია, რომ ადამიანები, რომლებმაც ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ აქცია გამართეს, ტვინით დაავადებულები არიან და ფსიქიკა დაზიანებული აქვთ.
„კვირა“ ლადო ბედუკაძის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
„რა შეიძლება ეწოდოს ისეთ ადამიანს, ვინც დღევანდელ ხელისუფალს, მით უმეტეს ირაკლი ღარიბაშვილს – მონობას დააბრალებს ან მკვლელს უწოდებს? ტვინით ავადმყოფი? მედიცინისთვის ცნობილია, რომ თავის ტვინის დაავადებების დროს სერიოზულად ზიანდება ფსიქიკა, რაც ფსიქოლოგიურ დარღვევებს წარმოშობს. თავის ტვინის დაავადებები, საზოგადოდ, იწვევს ისეთ ფსიქიკურ დარღვევებს, როგორიც არის შემეცნებითი მოქმედების დარღვევა, აღქმის დარღვევა, აზროვნების, მეტყველების მოშლა (!). თავის ტვინის ტრავმული დაზიანებისას შესაძლოა, განვითარდეს ფსიქოზები, აკვიატებული აზრები (სააკაშვილისავით), ქცევები და სხვა. სექტანტი? სიტყვა “secare” გამოყოფას, გამოცალკევებას აღნიშნავს. თავდაპირველად სექტას მხოლოდ თეოლოგიური დატვირთვა გააჩნდა. დიდი რელიგიური გაერთიანებიდან რაღაც საფუძველზე გამოყოფილი, მცირერიცხოვანი ჯგუფის აღსანიშნავად გამოიყენებოდა. სექტა წინააღმდეგობაშია იმ საზოგადოებასთან, სადაც ეკლესია ბატონობს.
შეიძლება გამოვყოთ ძირითადი სექტები – იეჰოვას მოწმეები, ორმოცდაათიანელები, ბაჰაის მიმდევარნი, ვაჰაბიტები, მუნიტები. თანდათანობით სიტყვა – სექტის მნიშვნელობაც გაფართოვდა და მან თეოლოგიურთან ერთად გარკვეული პოლიტიკურ – სოციოლოგიური შეფერილობაც შეიძინა. შესაბამისად, დღეს სექტა გულისხმობს ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ახალ კულტურას, ღირებულებებსა და ცხოვრების წესს ამკვიდრებს საზოგადოებაში. პოლიტიკურ დაჯგუფებებს შორის უპირველესი მაინც „ნაციონალური“ სექტაა. სამწუხაროდ, ვიხილეთ, თუ რა კულტურა, ღირებულებები და ცხოვრების წესი „დაამკვიდრა“ სააკაშვილის რეჟიმმა საზოგადოებაში. თუ ადამიანი ორივე ერთადაა? ტვინით ავადმყოფი სექტანტი – საშინელებაა! ავადმყოფობიდან თავის დაღწევის ორი გზა არსებობს: ერთი ხალხური – ლოგნში მ….ა (პირდაპირობისთვის არ დამძრახოთ), რის კატეგორიული წინააღმდეგიც ეს ხელისუფლებაა და მერე სამედიცინო კუთხით განკურნება. სამწუხაროდ, ქართველმა ხალხმა დიაგნოზი მათ უკვე დაუსვა. ეს სენი განკურნებას არ ექვემდებარება“!- წერს ლადო ბედუკაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.