ზელენსკი: სამთავრობო დონეზე საკადრო გადაწყვეტილებები მზადდება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამთავრობო დონეზე საკადრო გადაწყვეტილებები მზადდება.

„დღეს მე გავმართე შეხვედრა მთავრობის მეთაურთან, დენის შმიგალთან, კერძოდ, ხარკოვში, პოლტავას ოლქში. ვოლინსა და რივნეში ვიზიტების შედეგებზე. ეს ეხება ობიექტების მშენებლობის დასრულებას და აღდგენის ძირითადი პრიორიტეტებს. ასევე იმ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ უზრუნველყონ მთავრობის ამოცანების სრულად შესრულება.

სამთავრობო დონეზე მზადდება საკადრო გადაწყვეტილებები, ასევე დამატებითი გადაწყვეტილებები, რათა ამ შემოდგომაზე უფრო მეტმა უკრაინელმა ბავშვმა შეძლოს სკოლებში სწავლა არა ონლაინ, არამედ ნორმალურად – რათა სასკოლო ცხოვრება იყოს რაც შეიძლება ნორმალური ახლა, ამ ომის პერიოდში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, სახელმწიფოს მეთაურის განცხადებით, აგვისტოში უკრაინაში უცხოელი ლიდერების ვიზიტები იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები