Reauters: თუ არჩევნებში ტრამპი გაიმარჯვებს, ჩრდილოეთ კორეას ბირთვული შეიარაღების საკითხზე მოლაპარაკებების განახლება სურს

ჩრდილოეთ კორეას სურს განაახლოს ბირთვული მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებთან, თუ დონალდ ტრამპი ხელახლა აირჩევა პრეზიდენტად, – ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეელი დიპლომატი საუბრობს.

რი ილ გიუს თქმით, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში ცოტა ხნის წინ გადავიდა, ფხენიანის საგარეო პოლიტიკისთვის მომდევნო წლებში პრიორიტეტული იქნება რუსეთთან, აშშ-სა და იაპონიასთან ურთიერთობები.

“ფხენიანის დიპლომატები ადგენდნენ იმ სცენარის სტრატეგიას, რომლის მიზანი იყო სანქციების გაუქმება მისი იარაღის პროგრამებზე, ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად დასახელების მოხსნა და ეკონომიკური დახმარების მოპოვება”,- აცხადებს რი ილ გიუსი.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთთან სამხედრო და ეკონომიკური კავშირების გამყარებამ, შესაძლოა, ვაშინგტონს ფხენიანთან ბირთვული შეიარაღების შესახებ პოტენციური მოლაპარაკების დროს პრობლემები შეუქმნას.

„რუსეთმა ჩრდილოეთ კორეასთან უკანონო ტრანზაქციებით ხელები გაისვარა და, ამის დამსახურებით, ფხენიანი სანქციების მოხსნის საკითხზე აშშ-ზე აღარაა დამოკიდებული, რაც ნიშნავს, რომ ვაშინგტონს მნიშვნელოვანი სავაჭრო ბერკეტი გამოეცალა ხელიდან“, – ამბობს ყოფილი ჩრდილოკორეელი დიპლომატი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები