3 წლის უფლისწულ გიორგის დაბადების დღე ილია მეორემ მიულოცა
ბაგრატიონთა შთამომავალს, უფლისწულ გიორგის დღეს დაბადების დღე საქართველოს პატრიარქმა მიულოცა.
„მას ღმერთმა წილად არგუნა, ალექსანდრე I დიდის მეორე შვილის პირდაპირი შთამომავალი იყოს მამის მხრიდან და მესამე შვილისა დედის მხრიდან, ამგვარად დინასტიის გამაერთიანებელიც. სამეფო კლუბი და georoyal.ge ულოცავს პატარა უფლისწულს და უსურვებს ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს! ასევე ჩვენი სამშობლოს გამარჯვებას და ხალხის კეთილდღეობას“! – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს სამეფოს ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, უფლისწული დღეს დილით სამების საკათედრო ტაძარში წირვაზე მამამ მიიყვანა, სადაც საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ დალოცა, დაბადების დღე მოულოცა. სასულიერო პირებმა კი იუბილარს სამახსოვროდ, სანთლები და ქეთევენ წამებულის ხატი აჩუქეს. დღის ბოლოს პატარა უფლისწულს დაბადების დღეს ვიწრო წრეში აღუნიშნავენ. „კვირა“ იუბილარის დედას ანა ბაგრატიონსაც დაუკავშირდა, რომელმაც კომენტარისგან თავი შეიკავა.