ალექსი პეტრიაშვილი ონის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი რაჭაში ონის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილმა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მნიშვნელობასა და ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ შედეგებზე, ეკონომიკურ პერსპექტივებსა და კონკრეტულად რაჭისთვის არსებულ შესაძლებლობებზე ისაუბრა. სკოლაში სტუმრობისას სახელმწიფო მინისტრმა მოსწავლეებისთვის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო კუთხეც გახსნა.