უკრაინამ ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლისთვის ყველა საჭირო პროცედურა დაასრულა

   უკრაინამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ამოქმედებისთვის საჭირო ყველა პროცედურა დაასრულა. გარდა ამისა, ევროკავშირის საბჭოს გენერალურ სამდივნოს ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების სიგელი გადასცეს, – წერს უკრაინული პრესა.
სავარაუდოდ, 29 სექტემბერს ევროკავშირის საბჭოს გენერალური სამდივნო ფორმალურად დაადასტურებს რატიფიცირების სიგელი მიღებას.
„ამგვარად, ასოცირების შეთანხმების 1 ნოემბრიდან დროებითი გამოყენების დაწყებისთვის საჭირო ყველა პროცედურა დასრულებული იქნება“, – აღნიშნეს წარმომადგენლობაში.
მანამდე ევროკავშირის საბჭოს გენერალური სამდივნოსთვის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების სიგელი გადაცემის შესახებ ტვიტერში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომაც განაცხადა. „ყველას გილოცავთ!“, – დაწერა პოროშენკომ სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები