“ნაციონალური მოძრაობა“ გონიერი, შეკრული, მაგრამ ბოროტი ძალაა“

   უშიშროების ყოფილი მინისტრის ვალერი ხაბურძანიას ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართვებსა და წერილებში დესტაბილიზაციის და გადატრიალების გეგმებია დასახული. „ისინი რაღაცისთვის ემზადებიან“, – აღნიშნული განცხადება ვალერი ხაბურძანიამ საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
„ნაციონალური მოძრაობა“ გონიერი, შეკრული, მაგრამ ბოროტი ძალაა და მათგან საფრთხეები არსებობს. ისინი მასობრივი აპოკალიფსის სურათს ქმნიან, რომელსაც ხელს უწყობს მათი ნახევრად გასამხედროებული ორგანიზაციები. მათ დესტაბილიზაციის მიღწევა რეალურად შეუძლიათ და საფრთხე რეალურია, თუმცა, შედეგი ვერ იქნება ისეთი, რისთვისაც ამ ყველაფერს გეგმავენ. ისინი ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდებიან“, – აღნიშნა უშიშროების ყოფილმა მინისტრმა.
მისივე განცხადებით, რამდენად განხორციელდება ე.წ. „ნაციონალური, დესტაბილიზაციური გეგმა“ დამოკიდებულია ხელისუფლების კონტრზომებზე, რომელიც კანონის ფარგლებში მეტად აქტიური უნდა იყოს.
„პირველ რიგში, კონტრზომებს კონტრპროპაგანდაში ვხედავ, რომელიც რაღაც რეალურს უნდა ეყრდნობოდეს. სამწუხაროდ, ყველაზე სუსტი წერტილი, რასაც დღეს „ნაციონალები“ იყენებენ, კრიმინოგენული ვითარებაა და ამ მიმართულებით ხელისუფლების საწინააღმდეგო შთაბეჭდილება იქმნება. ხელისუფლებამ უფრო აქტიურად უნდა იმოქმედოს, რომ „ნაციონალური“ გეგმის განხორციელებას ხელი შეეშალოს“, – განაცხადა ვალერი ხაბურძანიამ „კვირას“ პრესკლუბში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები