შეყვარებულის მკვლელობისთვის დაკავებული ოთარ ცინდელიანი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ლილოში, 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის დაკავებული შეყვარებული, ოთარ ცინდელიანი სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა. ამასთან, გადაისინჯა ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და ის ძალაში დარჩა.

შემდეგი სასამართლო პროცესი 4 სექტემბერს გაიმართება, სადაც დაცვის მხარე ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიურ ექსპერტიზის დასკვნას წარადგენს, ასევე ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები