ტერორისტებმა ტყვეების გაცვლის შეწყვეტის შესახებ განაცხადეს
დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერორისტები ცალმხრივად წყვეტენ ტყვეების გაცვლას. უკრაინული პრესის ინფორმაციით, ტერორისტები აცხადებენ, რომ კიევი არ ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს.
„მიღებულია გადაწყვეტილება უკრაინელ სამხედროებთან ტყვეების გადაცვლის პროცესის ცალმხრივად შეწყვეტა, რადგან ჩვენთვის გადმოცემული 174 სამხედროდან რეალურად მხოლოდ 30 ადამიანი „ნოვოროსიას“ ჯარის მებრძოლია. ჩვენი სიის მიხედვით უკრაინული მხარე სულ სხვა ადამიანებს გადმოგვცემს“, – აღნიშნეს დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში.