ოლიმპიადის ყველაზე პატარა მონაწილე: ვერ წარმოვიდგენდი, აქ რომ გამოვიდოდი

საქართველოდან პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ცურვაში ორი სპორტსმენი იასპარეზებს – მათ შორის ერთი ოლიმპიადის ყველაზე პატარა მონაწილე, ანა ნიჟარაძეა.

როგორც სპორტსმენი ამბობს, ყველანაირად ეცდება, საკუთარი მაქსიმუმი გააკეთოს.

“ვერ წარმოვიდგენდი, აქ რომ გამოვიდოდი. ჯერ მსოფლიო ჩემპიონატი და ოლიმპიადა სულ სხვა რამეა, სხვა დონის ტურნირია.

ასეთ, მსოფლიო დონის ხალხს რომ დავინახავ, ძალიან დიდი ემოციებია. მე ყველანაირად ვეცდები, რომ ჩემი მაქსიმალური გავაკეთო”, – ამბობს ანა ნიჟარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები