რუსეთის პირველმა არხმა ზღვა სიმფეროპოლამდე „მიიყვანა“ (ვიდეო)

რუსეთის პირველი არხის სიუჟეტი სიმფეროპოლის შესახებ უკრაინული მედიასაშუალებების სამართლიანი დაცინვის ობიექტი გახდა. პირველი არხის სიუჟეტი ყირიმში არსებულ უამინდობას ეხებოდა და მისი ასახვისას რუსულ სამთავრობო ტელეარხს ლაფსუსი გაეპარა. საინფორმაციო გადაცემის წამყვანმა ეკატერინე ანდრეევამ მაყურებელს სიმფეროპოლში ზღვის გააქტიურების არასასიამოვნო შედეგების შესახებ ამცნო. ანდრეევას სიტყვები არხმა ვიდეო-სიუჟეტითაც „გაამყარა“, სადაც ნაჩვენები იყო თუ როგორ აზიანებდა ზღვის ტალღები სიმფეროპოლის სანაპიროს. საქმე იმაშია, რომ რეალურად ზღვა სიმფეროპოლისაგან ათეულობით კილომეტრითაა დაშორებული, რაც როგორც ჩანს რუსეთის პირველი არხისთვის ჯერ კიდევ არაა ცნობილი. საინტერესოა ისიც, რომ სიმფეროპოლზე საუბრისას ანდრეევამ ყირიმის ნახევარკუნძული სამხრეთ რუსეთად მოიხსენია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები